---
title: "მუხლი 28¹. რეფერენდუმის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებული დავის განხილვა — რეფერენდუმის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33028-reperendumis-shesakheb/28-1"
law: "რეფერენდუმის შესახებ"
article: "28^1"
identifier: "matsne 33028"
adopted: "1996-05-15"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 28¹. რეფერენდუმის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებული დავის განხილვა — რეფერენდუმის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რეფერენდუმის შესახებ, მუხლი 28¹ (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33028-reperendumis-shesakheb/28-1

რეფერენდუმის მომწესრიგებელი ნორმისა და ამ ნორმის საფუძველზე ჩასატარებელი ან ჩატარებული რეფერენდუმის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებულ დავას საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის ან საქართველოს სახალხო დამცველის სარჩელის საფუძველზე, ორგანული კანონით დადგენილი წესით იხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3267 – ვებგვერდი, 13.08.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33028-reperendumis-shesakheb/28.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33028-reperendumis-shesakheb/29.md
