---
title: "მუხლი 28. რეფერენდუმის გადაწყვეტილების ძალაში შესვლა — რეფერენდუმის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33028-reperendumis-shesakheb/28"
law: "რეფერენდუმის შესახებ"
article: "28"
identifier: "matsne 33028"
adopted: "1996-05-15"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 28. რეფერენდუმის გადაწყვეტილების ძალაში შესვლა — რეფერენდუმის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რეფერენდუმის შესახებ, მუხლი 28 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33028-reperendumis-shesakheb/28

1. რეფერენდუმის დანიშვნიდან რეფერენდუმის შედეგების გამოქვეყნებამდე დაუშვებელია სარეფერენდუმო საკითხზე გადაწყვეტილების მიღება.

2. რეფერენდუმის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოქვეყნების დღიდან, აქვს იურიდიული ძალა და საბოლოოა. რეფერენდუმის შედეგებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა.

3. საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება ვალდებულია რეფერენდუმის შედეგებიდან გამომდინარე ერთ თვეში შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს კანონმდებლობა და სხვა აქტები.

4. რეფერენდუმის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა ან გაუქმება შეიძლება მხოლოდ რეფერენდუმით.

5. რეფერენდუმის შედეგების ბათილად ცნობის უფლება აქვს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კანონით დადგენილი წესით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33028-reperendumis-shesakheb/27.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33028-reperendumis-shesakheb/28-1.md
