---
title: "მუხლი 3. სარეფერენდუმო საკითხები — რეფერენდუმის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33028-reperendumis-shesakheb/3"
law: "რეფერენდუმის შესახებ"
article: "3"
identifier: "matsne 33028"
adopted: "1996-05-15"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. სარეფერენდუმო საკითხები — რეფერენდუმის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რეფერენდუმის შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33028-reperendumis-shesakheb/3

1. რეფერენდუმი შეიძლება მოეწყოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებზე, მათ შორის საქართველოს კანონებით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებული უმნიშვნელოვანესი საკითხებისა და პრინციპების შესახებ.

1¹. რეფერენდუმი შეიძლება ასევე მოეწყოს საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღების, გარდა აქციზისა, ან საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის სახის მიხედვით არსებული განაკვეთის ზედა ზღვრის გაზრდის მიზნით.

2. არ შეიძლება რეფერენდუმის ჩატარება:
ა) კანონის მისაღებად ან გასაუქმებლად;
ბ) ამნისტიის ან შეწყალების გამო;
გ) საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების ან დენონსირების შესახებ;
დ) ისეთ საკითხზე, რომელიც ითვალისწინებს ადამიანის ძირითადი კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას.
საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის ორგანული კანონი №1018 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3267 – ვებგვერდი, 13.08.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33028-reperendumis-shesakheb/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33028-reperendumis-shesakheb/4.md
