---
title: "მუხლი 4. რეფერენდუმის მოწყობა — რეფერენდუმის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33028-reperendumis-shesakheb/4"
law: "რეფერენდუმის შესახებ"
article: "4"
identifier: "matsne 33028"
adopted: "1996-05-15"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. რეფერენდუმის მოწყობა — რეფერენდუმის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რეფერენდუმის შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33028-reperendumis-shesakheb/4

1. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის ან არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის მოთხოვნით დანიშნოს რეფერენდუმი მისი დანიშვნის მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში.

1¹. ამ კანონის მე-3 მუხლის 1 1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში რეფერენდუმის დანიშვნის ინიციირების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს მთავრობას.

2. რეფერენდუმის გამართვა არ შეიძლება:
ა) საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში;
ბ) ქვეყნის საომარ მდგომარეობაში ყოფნისას;
გ) მასობრივი არეულობის, სამხედრო გადატრიალების, შეიარაღებული ამბოხების, ეკოლოგიური კატასტროფების და ეპიდემიების დროს ან სხვა შემთხვევებში, როცა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებულნი არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას.

3. ერთსა და იმავე საკითხზე რეფერენდუმის დანიშვნა არ შეიძლება ერთ წლის მანძილზე იმ დღიდან, როდესაც ოფიციალურად გამოქვეყნდა ამ საკითხზე გამართული რეფერენდუმის შედეგები.
საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის ორგანული კანონი №1018 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3267 – ვებგვერდი, 13.08.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33028-reperendumis-shesakheb/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33028-reperendumis-shesakheb/5.md
