---
title: "მუხლი 7. აგიტაცია — რეფერენდუმის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33028-reperendumis-shesakheb/7"
law: "რეფერენდუმის შესახებ"
article: "7"
identifier: "matsne 33028"
adopted: "1996-05-15"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. აგიტაცია — რეფერენდუმის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რეფერენდუმის შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33028-reperendumis-shesakheb/7

1. მოქალაქეებს, პოლიტიკურ პარტიებს, მოქალაქეთა საზოგადოებრივ გაერთიანებებს, საინიციატივო ჯგუფებს უფლება აქვთ შეუფერხებლად აწარმოონ აგიტაცია რეფერენდუმთან დაკავშირებით, აგრეთვე რეფერენდუმზე გამოტანილი საკითხის ირგვლივ.

2. რეფერენდუმის ან მასზე გამოტანილი საკითხის შესახებ აგიტაციას არ შეიძლება აწარმოებდნენ სარეფერენდუმო კომისიის წევრები.

3. აგიტაცია რეფერენდუმის დღეს დაუშვებელია.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33028-reperendumis-shesakheb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33028-reperendumis-shesakheb/8.md
