---
title: "მუხლი 8¹. პლებისციტის დანიშვნა და ჩატარების წესი — რეფერენდუმის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33028-reperendumis-shesakheb/8-1"
law: "რეფერენდუმის შესახებ"
article: "8^1"
identifier: "matsne 33028"
adopted: "1996-05-15"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8¹. პლებისციტის დანიშვნა და ჩატარების წესი — რეფერენდუმის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რეფერენდუმის შესახებ, მუხლი 8¹ (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33028-reperendumis-shesakheb/8-1

1. პლებისციტი არის კენჭისყრით საერთო-სახალხო გამოკითხვა განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებზე საქართველოს ამომრჩეველთა ან მათი ნაწილის აზრის გასაგებად.

2. პლებისციტს ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

3. პლებისციტის შედეგები სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისათვის სარეკომენდაციო ხასიათისაა.

4. პლებისციტის ჩატარებაზე ვრცელდება ამ კანონით დადგენილი წესები, გარდა ამავე კანონის მე-4 მუხლისა.
საქართველოს 1996 წლის 29 ოქტომბრის კანონი №460 - პარლამენტის უწყებანი №27-28/4, 21.11.1996წ., გვ.52
საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის ორგანული კანონი №1018 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.
თავი II. რეფერენდუმის მომზადება და დანიშვნა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33028-reperendumis-shesakheb/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33028-reperendumis-shesakheb/9.md
