---
title: "მუხლი 10 — საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33034-sakartvelos-sakhalkho-damtsvelis-shesakheb/10"
law: "საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ"
article: "10"
identifier: "matsne 33034"
adopted: "1996-05-16"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10 — საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33034-sakartvelos-sakhalkho-damtsvelis-shesakheb/10

1. საქართველოს სახალხო დამცველს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ: ა) დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა; ბ) ზედიზედ ოთხი თვის განმავლობაში ვერ ასრულებდა თავის მოვალეობას; გ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი; დ) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ე) დაიკავა ან უკავია საქართველოს სახალხო დამცველის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა ან ეწევა შეუთავსებელ საქმიანობას; ვ) ნებაყოფლობით გადადგა; ზ) გარდაიცვალა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილება შეწყვეტილად ჩაითვლება აღნიშნული მდგომარეობის დადგენის მომენტიდან, რის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს პარლამენტს.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს სახალხო დამცველს უფლებამოსილება შეუწყდება საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, რომელიც მიიღება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის ორგანული  კანონი №3398 - ვებგვერდი, 31.03.2015წ. საქართველოს 2018 წლის 5 სექტემბრის ორგანული კანონი №3371 – ვებგვერდი, 21.09.2018წ. საქართველოს 2018 წლის 6 დეკემბრის ორგანული კანონი №3905 – ვებგვერდი, 14.12.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33034-sakartvelos-sakhalkho-damtsvelis-shesakheb/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33034-sakartvelos-sakhalkho-damtsvelis-shesakheb/11.md
