---
title: "მუხლი 14² — საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33034-sakartvelos-sakhalkho-damtsvelis-shesakheb/14-2"
law: "საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ"
article: "14^2"
identifier: "matsne 33034"
adopted: "1996-05-16"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14² — საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ, მუხლი 14² (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33034-sakartvelos-sakhalkho-damtsvelis-shesakheb/14-2

1. საქართველოს სახალხო დამცველი ვალდებულია ბავშვის უფლებათა კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში საკუთარი ინიციატივით ან სხვა პირის მიმართვის საფუძველზე გამოავლინოს დარღვევა.

2. ბავშვის უფლებათა კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოსა და კერძო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამობის გამოვლენისას საქართველოს სახალხო დამცველი გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს. საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის ორგანული კანონი №5005 – ვებგვერდი, 27.09.2019წ. საქართველოს 2020 წლის 21 მაისის ორგანული კანონი №5905 – ვებგვერდი, 25.05.2020წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6863 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33034-sakartvelos-sakhalkho-damtsvelis-shesakheb/14-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33034-sakartvelos-sakhalkho-damtsvelis-shesakheb/15.md
