---
title: "მუხლი 14 — საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33034-sakartvelos-sakhalkho-damtsvelis-shesakheb/14"
law: "საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ"
article: "14"
identifier: "matsne 33034"
adopted: "1996-05-16"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14 — საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ, მუხლი 14 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33034-sakartvelos-sakhalkho-damtsvelis-shesakheb/14

1. საქართველოს სახალხო დამცველი განიხილავს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის შესახებ განცხადებასა და საჩივარს იმ შემთხვევაში , თუ განმცხადებელი სადავოდ ხდის : ა ) საჯარო დაწესებულების გადაწყვეტილებას ; ბ ) სასამართლო განხილვის პროცესში საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებებისა და თავისუფლებების შელახვას ან დარღვევას ; გ ) დაკავებული , დაპატიმრებული ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირისთვის საქართველოს კანონმდებლობით უზრუნველყოფილი უფლებების დარღვევას ; დ ) ნორმატიული აქტების საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავთან შესაბამისობას ; ე ) რეფერენდუმისა და არჩევნების მომწესრიგებელი ნორმების და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული ან ჩასატარებელი არჩევნების ( რეფერენდუმის ) კონსტიტუციურობას .

2. საქართველოს სახალხო დამცველს უფლება აქვს არ განიხილოს განცხადება ან საჩივარი, რომლის თაობაზეც მას მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილება, თუ არ წარმოიქმნა ახალი გარემოებანი.

3. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ განცხადებისა და საჩივრის განხილვამ არ შეიძლება დააბრკოლოს ანალოგიური განცხადების ან საჩივრის განხილვა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციაში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33034-sakartvelos-sakhalkho-damtsvelis-shesakheb/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33034-sakartvelos-sakhalkho-damtsvelis-shesakheb/14-1.md
