---
title: "მუხლი 24 — საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33034-sakartvelos-sakhalkho-damtsvelis-shesakheb/24"
law: "საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ"
article: "24"
identifier: "matsne 33034"
adopted: "1996-05-16"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 24 — საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ, მუხლი 24 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33034-sakartvelos-sakhalkho-damtsvelis-shesakheb/24

სახელმწი ფო ხელისუფლების ორგანო, მუნიციპალიტეტის ორგანო, საჯარო დაწესებულება, თანამდებობის პირი, ფიზიკური პირი, იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, პირთა გაერთიანება იურიდიული პირის შეუქმნელად ან მეწარმე სუბიექტი, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველის წინადადებებს ან რეკომენდაციებს მიიღებს, ვალდებულია განიხილოს ისინი და საქართველოს სახალხო დამცველს 20 დღის განმავლობაში წერილობით აცნობოს განხილვის შედეგები. საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული  კანონი №3565 - სსმ I, №46, 04.08.2010წ., მუხ.278 საქართველოს 2019 წლის 3 მაისის ორგანული კანონი №4550 – ვებგვერდი, 10.05.2019წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული  კანონი №6862 - ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33034-sakartvelos-sakhalkho-damtsvelis-shesakheb/23.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33034-sakartvelos-sakhalkho-damtsvelis-shesakheb/25.md
