---
title: "მუხლი 25 — საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33034-sakartvelos-sakhalkho-damtsvelis-shesakheb/25"
law: "საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ"
article: "25"
identifier: "matsne 33034"
adopted: "1996-05-16"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 25 — საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ, მუხლი 25 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33034-sakartvelos-sakhalkho-damtsvelis-shesakheb/25

1. ამ კანონით დადგენილი მოვალეობების შეუსრულებლობა , აგრეთვე საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობისთვის ნებისმიერი ფორმით დაბრკოლების შექმნა ისჯება კანონით , აისახება საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში და საქართველოს პარლამენტის განსაკუთრებული მსჯელობის საგანი გახდება .

2. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან , იმ ოდენობით , რომელიც უზრუნველყოფს მისი ფუნქციების ჯეროვნად შესრულებას .

3. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალის წინებული შრომის ანაზღაურების მუხლის მოცულობის შემცირება წინა წლის შესაბამის მოცულობასთან შედარებით შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს სახალხო დამცველის წინასწარი თანხმობით .

4. საქართველოს სახალხო დამცველს ეძლევა თანამდებობრივი სარგო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. საქართველოს 1999 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №2146 ა - სსმ I, №27(34), 06.07.1999წ., მუხ.142 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული  კანონი №3565 - სსმ I, №46, 04.08.2010წ., მუხ.278 საქართველოს 2011 წლის 11 ნოემბრის ორგანული კანონი №5264 - ვებგვერდი, 24.11.2011წ. საქართველოს 2024 წლის 7 მარტის ორგანული კანონი №4085 – ვებგვერდი, 14.03.2024წ. თავი 5. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის შემადგენლობა და მისი სტრუქტურა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33034-sakartvelos-sakhalkho-damtsvelis-shesakheb/24.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33034-sakartvelos-sakhalkho-damtsvelis-shesakheb/26.md
