---
title: "მუხლი 26 — საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33034-sakartvelos-sakhalkho-damtsvelis-shesakheb/26"
law: "საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ"
article: "26"
identifier: "matsne 33034"
adopted: "1996-05-16"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 26 — საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ, მუხლი 26 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33034-sakartvelos-sakhalkho-damtsvelis-shesakheb/26

1. საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობის უზრუნველსაყოფად იქმნება საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, რომლის სტრუქტურას, მუშაობის წესს და ორგანიზებას განსაზღვრავს საქართველოს სახალხო დამცველი აპარატის დებულებით. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მოქმედებს საქართველოს სახალხო დამცველის სახელით და მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებით.

2. საქართველოს სახალხო დამცველს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები. საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილეთა რაოდენობა და უფლებამოსილებანი განისაზღვრება საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის დებულებით. საქართველოს სახალხო დამცველის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს საქართველოს სახალხო დამცველი.

3. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს ხელმძღვანელობს საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე. საქართველოს სახალხო დამცველის გადაწყვეტილებით, საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილეები კოორდინაციას უწევენ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის დებულებით განსაზღვრულ საქმიანობის მიმართულებებს.

4. საქართველოს სახალხო დამცველის პირველ მოადგილესა და მოადგილეებზე ვრცელდება საქართველოს სახალხო დამცველისათვის ამ კანონით დადგენილი თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნები.

5. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან შეიძლება შეიქმნას საზოგადოებრივი საბჭოები და სპეციალიზებული ცენტრები, რომელთა სტრუქტურას, ორგანიზებას, საქმიანობის მიმართულებებს, მუშაობის წესს და სხვა საკითხებს განსაზღვრავს საქართველოს სახალხო დამცველი. საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული  კანონი №3565 - სსმ I, №46, 04.08.2010წ., მუხ.278 საქართველოს 2014 წლის 26 დეკემბრის ორგანული  კანონი №3016 - ვებგვერდი, 30.12.2014წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33034-sakartvelos-sakhalkho-damtsvelis-shesakheb/25.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33034-sakartvelos-sakhalkho-damtsvelis-shesakheb/26-1.md
