---
title: "მუხლი 27 — საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33034-sakartvelos-sakhalkho-damtsvelis-shesakheb/27"
law: "საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ"
article: "27"
identifier: "matsne 33034"
adopted: "1996-05-16"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 27 — საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ, მუხლი 27 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33034-sakartvelos-sakhalkho-damtsvelis-shesakheb/27

1. საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე, მოადგილეები და აპარატის თანამშრომლები, აგრეთვე სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები ამ კანონის მე-18 და მე-19 მუხლებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ან მათ ნაწილს ახორციელებენ საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური რწმუნებით.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელებისას სპეციალური რწმუნების მქონე პირს იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, უფლება აქვს ჩვენება მისცეს მხოლოდ საქართველოს სახალხო დამცველის თანხმობით. ეს უფლება ზემოთ დასახელებულ პირს უნარჩუნდება მისი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც. ამ საკითხთან დაკავშირებული წერილობითი მასალის დაყადაღება შეიძლება მხოლოდ საქართველოს სახალხო დამცველის თანხმობით. საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის ორგანული კანონი №1462 - სსმ I, №20, 28.07.2009წ., მუხ.90 საქართველოს 2014 წლის 26 დეკემბრის ორგანული  კანონი №3016 - ვებგვერდი, 30.12.2014წ. თავი VI. გარდამავალი დებულებები საქართველოს 2024 წლის 7 მარტის ორგანული კანონი №4085 – ვებგვერდი, 14.03.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33034-sakartvelos-sakhalkho-damtsvelis-shesakheb/26-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33034-sakartvelos-sakhalkho-damtsvelis-shesakheb/28.md
