---
title: "მუხლი 7 — საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33034-sakartvelos-sakhalkho-damtsvelis-shesakheb/7"
law: "საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ"
article: "7"
identifier: "matsne 33034"
adopted: "1996-05-16"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7 — საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33034-sakartvelos-sakhalkho-damtsvelis-shesakheb/7

1. ახლად არჩეული საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილება იწყება თანამდებობაზე მყოფი საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილების ვადის გასვლის მომდევნო დღიდან. თუ იგი არჩეულ იქნა ამ ვადის გასვლამდე, ხოლო არჩევის მომდევნო დღიდან, თუ არჩეულ იქნა ამ ვადის გასვლის შემდეგ, ანდა თუ წინა საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილება ვადამდე იქნა შეწყვეტილი.

2. საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილება წყდება არჩევიდან 6 წლის თავზე ან მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას.

3. საქართველოს სახალხო დამცველად ერთი და იმავე პირის ზედიზედ ორჯერ არჩევა დაუშვებელია. საქართველოს 2018 წლის 5 სექტემბრის ორგანული კანონი №3371 – ვებგვერდი, 21.09.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33034-sakartvelos-sakhalkho-damtsvelis-shesakheb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33034-sakartvelos-sakhalkho-damtsvelis-shesakheb/8.md
