---
title: "მუხლი 11. წიაღით მოსარგებლე — წიაღის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33040-wiaghis-shesakheb/11"
law: "წიაღის შესახებ"
article: "11"
identifier: "242"
adopted: "1996-05-17"
consolidated_as_of: "2025-06-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. წიაღით მოსარგებლე — წიაღის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: წიაღის შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2025-06-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33040-wiaghis-shesakheb/11

1. წიაღით მოსარგებლე შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი.

2. წიაღით მოსარგებლენი სარგებლობენ ლიცენზიაში ჩამოთვლილი ყველა უფლებით და პასუხს აგებენ მისი პირობების დაცვაზე.
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33040-wiaghis-shesakheb/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33040-wiaghis-shesakheb/12.md
