---
title: "მუხლი 21. წიაღით სარგებლობის სახელმწიფო მართვა — წიაღის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33040-wiaghis-shesakheb/21"
law: "წიაღის შესახებ"
article: "21"
identifier: "242"
adopted: "1996-05-17"
consolidated_as_of: "2025-06-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21. წიაღით სარგებლობის სახელმწიფო მართვა — წიაღის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: წიაღის შესახებ, მუხლი 21 (consolidated as of 2025-06-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33040-wiaghis-shesakheb/21

1. წიაღით სარგებლობის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების მიზნით საქართველოში მოქმედებს წიაღით სარგებლობის მართვის ერთიანი სახელმწიფო სისტემა, რომლის მიზანია:
ა) წიაღით რაციონალური სარგებლობის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა;
ბ) ყველა იურიდიული და ფიზიკური პირისათვის წიაღით სარგებლობის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა;
გ) თავისუფალი ეკონომიკური კავშირების განვითარება, წიაღით სარგებლობის სფეროში კონკურენციის პოლიტიკის განხორციელება;
დ) წიაღით მოსარგებლეთა, მათ შორის, უცხოელების, აუცილებელი გარანტიებით უზრუნველყოფა და წიაღით სარგებლობაზე მათი უფლებების დაცვა.

2. საქართველოში წიაღით სარგებლობის სახელმწიფო მართვას ახორციელებენ სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი შესაბამისი დაწესებულებები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.

3. საქართველოში წიაღით სარგებლობის სახელმწიფო მართვა ხორციელდება წიაღით სარგებლობის აღრიცხვის, ლიცენზირების, კონტროლისა და ზედამხედველობის მეშვეობით.
საქართველოს 2002 წლის 1 მარტის კანონი №1319 - სსმ I, №5, 21.03.2002 წ., მუხ.33
საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6154 - ვებგვერდი, 25.05.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33040-wiaghis-shesakheb/20-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33040-wiaghis-shesakheb/22.md
