---
title: "მუხლი 27. სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცება — წიაღის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33040-wiaghis-shesakheb/27"
law: "წიაღის შესახებ"
article: "27"
identifier: "242"
adopted: "1996-05-17"
consolidated_as_of: "2025-06-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 27. სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცება — წიაღის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: წიაღის შესახებ, მუხლი 27 (consolidated as of 2025-06-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33040-wiaghis-shesakheb/27

1. შესწავლილი სასარგებლო წიაღისეულის საბადოების, აგრეთვე მათი დამუშავების პროცესში დამატებით გამოვლენილი სასარგებლო წიაღისეულის მარაგებს ამტკიცებს სამინისტროსთან არსებული მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისია. სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის დებულებასა და შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

2. სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცებისათვის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორის კომისიას წარედგინება საბადოს განლაგების პირობები და შესწავლის შედეგები, სასარგებლო წიაღისეულის გამოკვლეული მარაგის ხარისხისა და რაოდენობის დამადასტურებელი სარწმუნო მონაცემები, საბადოს ტექნიკურ-ეკონომიკური მახასიათებლები, მისი კონდიციები, ცნობები სამრეწველო ათვისებისათვის წიაღისეულის ეკონომიკური მნიშვნელობის შესახებ.

3. მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის დასკვნა სასარგებლო წიაღისეულის მოძიებული მარაგების სახელმწიფო ბალანსზე აყვანის ერთადერთი საფუძველია.
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1032 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33040-wiaghis-shesakheb/26.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33040-wiaghis-shesakheb/28.md
