---
title: "მუხლი 32¹. საქართველოს კონტინენტურ შელფზე სასა რგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიით რეგულირებულ ურთიერთობათა სტაბილურობა — წიაღის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33040-wiaghis-shesakheb/32-1"
law: "წიაღის შესახებ"
article: "32^1"
identifier: "242"
adopted: "1996-05-17"
consolidated_as_of: "2025-06-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 32¹. საქართველოს კონტინენტურ შელფზე სასა რგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიით რეგულირებულ ურთიერთობათა სტაბილურობა — წიაღის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: წიაღის შესახებ, მუხლი 32¹ (consolidated as of 2025-06-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33040-wiaghis-shesakheb/32-1

1. სახელმწიფო უზრუნველყოფს საქართველოს კონტინენტურ შელფზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მფლობელი პირის უფლებების დაცვას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები, თუ ისინი გააუარესებს საინვესტიციო პირობებს ან/და უარყოფით გავლენას მოახდენს ლიცენზიის მფლობელი პირის ლიცენზიით განსაზღვრულ უფლებებსა და ინტერესებზე, არ შეეხება საქართველოს კონტინენტურ შელფზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტი გავრცელდება საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ გამოცემულ ნორმატიულ აქტებზედაც, თუ ეს აქტები შეზღუდავს ლიცენზიის მფლობელი პირის მიერ ლიცენზიის შესაბამისად შეძენილ და განხორციელებულ ქონებრივ უფლებებს.

3. სახელმწიფო ორგანოებსა და თანამდებობის პირებს უფლება არა აქვთ, ლიცენზიის მფლობელს შეუქმნან რაიმე წინააღმდეგობა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიით მინიჭებული უფლებების რეალიზაციის დროს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი არღვევს საქართველოს კანონმდებლობას ან ლიცენზიის პირობებს.

4. ეს მუხლი არ ვრცელდება „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებულ ურთიერთობებზე.
საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონი №2114 - სსმ I, №36, 20.112009 წ., მუხ.274

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33040-wiaghis-shesakheb/32.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33040-wiaghis-shesakheb/33.md
