---
title: "მუხლი 33. წიაღით სარგებლობის სფეროში კონკურენციის პოლიტიკის მოთხოვნები — წიაღის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33040-wiaghis-shesakheb/33"
law: "წიაღის შესახებ"
article: "33"
identifier: "242"
adopted: "1996-05-17"
consolidated_as_of: "2025-06-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 33. წიაღით სარგებლობის სფეროში კონკურენციის პოლიტიკის მოთხოვნები — წიაღის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: წიაღის შესახებ, მუხლი 33 (consolidated as of 2025-06-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33040-wiaghis-shesakheb/33

1. აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო  და მუნიციპალიტეტის ორგანოების ნებისმიერი ქმედება, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავს კონკურენციას წიაღით სარგებლობის სფეროში.

2. აკრძალულია წიაღით მოსარგებლეთა ინფრასტრუქტურით სარგებლობის შეზღუდვა.

3. წიაღით სარგებლობის სფეროში კონკურენციის საკითხები რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით.
საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6154 - ვებგვერდი, 25.05.2012წ.
საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2162 - ვებგვერდი, 27.03.2014წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6899 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
თავი მეოთხე. (ამოღებულია)
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33040-wiaghis-shesakheb/32-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33040-wiaghis-shesakheb/34.md
