---
title: "მუხლი 42. სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა დამუშავების ძირითადი მოთხოვნები — წიაღის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33040-wiaghis-shesakheb/42"
law: "წიაღის შესახებ"
article: "42"
identifier: "242"
adopted: "1996-05-17"
consolidated_as_of: "2025-06-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 42. სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა დამუშავების ძირითადი მოთხოვნები — წიაღის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: წიაღის შესახებ, მუხლი 42 (consolidated as of 2025-06-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33040-wiaghis-shesakheb/42

1. სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა დამუშავებისას დაცული უნდა იქნეს შემდეგი მოთხოვნები:
ა) ზუსტად აღირიცხოს ძირითადი და თანმდევი სასარგებლო წიაღისეულის მარაგების მდგომარეობა, მათი დინამიკა, რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებები და დანაკარგები;
ბ) უზრუნველყოფილ იქნეს საბადოს დამუშავება შესაბამისი დონის გეოლოგიურ-სამარკშეიდერო სამუშაოების ჩატარებითა და საჭირო ტექნიკური და სხვა დოკუმენტაციის წარმოებით;
გ) საბადოს დამუშავებამ არ უნდა გამოიწვიოს სხვა საბადოების დაზიანება;
დ) შენარჩუნებულ იქნეს საბადოს დამუშავებისას წიაღში დარჩენილი მარაგი და მოხდეს გზადაგზა მოპოვებული, მაგრამ დროებით გამოუყენებელი წიაღისეულის შენახვა და აღრიცხვა;
ე) რაციონალურად იქნეს ათვისებული ქანები და ოპტიმალურად განთავსდეს ისინი მომავალში გამოსაყენებლად;
ვ) სამუშაოთა წარმოებისას უზრუნველყოფილ იქნეს მუშაკთა და მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოება;
ზ) დაიცვან წიაღი და გარემოს სხვადასხვა ობიექტები, შენობები და ნაგებობები;
თ) გაითვალისწინონ შესაძლო ავარიები და შეიმუშაონ მათი ლიკვიდაციის გეგმები;
ი) შეინარჩუნონ ეკოლოგიური წონასწორობა;
კ) დაამუშაონ მყარი სასარგებლო წიაღისეულის საბადო, ნავთობისა და გაზის საბადო, ბუნებრივი წყალბადის საბადო, აგრეთვე მიწისქვეშა წყლების საბადო მომპოვებელ საწარმოთა დამტკიცებული პროექტების, სამთო სამუშაოების გეგმებისა და ტექნოლოგიური სქემების შესაბამისად.

2. (
ამოღებულ
ია – 25.03.2013, №495
).
საქართველოს 2002 წლის 1 მარტის კანონი №1319 - სსმ I, №5, 21.03.2002 წ., მუხ.33
საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის კანონი №1409 - სსმ I, №22, 18.05.2005 წ., მუხ.153
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის კანონი №673 – ვებგვერდი, 16.06.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33040-wiaghis-shesakheb/41.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33040-wiaghis-shesakheb/43.md
