---
title: "მუხლი 45. მოთხოვნები წიაღში ნარჩენების განთავსებისა და ჩამდინარე წყლების ჩაშვებისადმი — წიაღის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33040-wiaghis-shesakheb/45"
law: "წიაღის შესახებ"
article: "45"
identifier: "242"
adopted: "1996-05-17"
consolidated_as_of: "2025-06-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 45. მოთხოვნები წიაღში ნარჩენების განთავსებისა და ჩამდინარე წყლების ჩაშვებისადმი — წიაღის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: წიაღის შესახებ, მუხლი 45 (consolidated as of 2025-06-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33040-wiaghis-shesakheb/45

წიაღში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნარჩენების განთავსება და ჩამდინარე წყლების ჩაშვება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაცულია შემდეგი მოთხოვნები:
ა) ნარჩენების მართვა განხორციელდება მკაცრად დადგენილ საზღვრებში, იმ პირობით, რომ ავარიული სიტუაციის შექმნისას თავიდან იქნება აცილებული მათი სამთო გვირაბებში, დედამიწის ზედაპირზე და წყლის ობიექტებში მოხვედრა;
ბ) ნარჩენების განთავსება და ჩამდინარე წყლების ჩაშვება განხორციელდება ეკოლოგიურად უსაფრთხო მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით, რომლებიც უზრუნველყოფს წიაღისა და გარემოს სხვა კომპონენტების მავნე ზემოქმედებისაგან დაცვას;
გ) უზრუნველყოფილი იქნება ნარჩენების განთავსების ობიექტებისა და გარემოს მდგომარეობის კონტროლის მუდმივი სისტემის არსებობა, აგრეთვე ავარიის შემთხვევაში მიღებული იქნება ეფექტიანი ზომები მოსახლეობის დაცვის და მისთვის ავარიის შესახებ დროული შეტყობინების მიზნით.
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
საქართველოს 2014 წლის 26 დეკემბრის კანონი №3006 – ვებგვერდი, 12.01.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33040-wiaghis-shesakheb/44.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33040-wiaghis-shesakheb/46.md
