---
title: "მუხლი 49. მიწისქვეშა საძიებო-სამაშველო დანაყოფი (სამთო მაშველი) და წიაღით მოსარგებლის ვალდებულებები ავარიის ლიკვიდაციის დროს — წიაღის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33040-wiaghis-shesakheb/49"
law: "წიაღის შესახებ"
article: "49"
identifier: "242"
adopted: "1996-05-17"
consolidated_as_of: "2025-06-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 49. მიწისქვეშა საძიებო-სამაშველო დანაყოფი (სამთო მაშველი) და წიაღით მოსარგებლის ვალდებულებები ავარიის ლიკვიდაციის დროს — წიაღის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: წიაღის შესახებ, მუხლი 49 (consolidated as of 2025-06-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33040-wiaghis-shesakheb/49

წიაღით მოსარგებლე ვალდებულია დადგენილი წესით შექმნას კერძო მიწისქვეშა საძიებო-სამაშველო დანაყოფი (სამთო მაშველი) ან ხელშეკრულების საფუძველზე ისარგებლოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს სპეციალიზებული სამთო-სამაშველო დანაყოფის (სამთო მაშველის) მომსახურებით სამთო გვირაბზე ავარიის, მათ შორის, ნავთობის, გაზის ან ბუნებრივი წყალბადის ჭაბურღილზე ღია შადრევნის გაჩენის, თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციისთვის.
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2613 – ვებგვერდი, 06.06.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4096 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.
საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის კანონი №673 – ვებგვერდი, 16.06.2025წ.
თავი მეექვსე. პასუხისმგებლობა წიაღის კანონის დარღვევისათვის

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33040-wiaghis-shesakheb/48.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33040-wiaghis-shesakheb/50.md
