---
title: "მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო — საბიბლიოთეკო საქმის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33046-sabiblioteko-sakmis-shesakheb/1"
law: "საბიბლიოთეკო საქმის შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 33046"
adopted: "1996-06-11"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო — საბიბლიოთეკო საქმის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საბიბლიოთეკო საქმის შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33046-sabiblioteko-sakmis-shesakheb/1

1. ეს კანონი არეგულირებს საბიბლიოთეკო საქმის ორგანიზაციის ძირითად საკითხებს, ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საბიბლიოთეკო ურთიერთობებს საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების შესაბამისად.

2. ბიბლიოთეკა არის კულტურულ-საგანმანათლებლო სამეცნიერო-ინფორმაციული დაწესებულება, რომლის მნიშვნელოვანი სოციალური ფუნქციაა სრულად და ეფექტურად გამოიყენოს თავისი ფონდები და სხვა საბიბლიოთეკო რესურსები ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/33046-sabiblioteko-sakmis-shesakheb/2.md
