---
title: "მუხლი 10. ბიბლიოთეკის მოვალეობანი — საბიბლიოთეკო საქმის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33046-sabiblioteko-sakmis-shesakheb/10"
law: "საბიბლიოთეკო საქმის შესახებ"
article: "10"
identifier: "matsne 33046"
adopted: "1996-06-11"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. ბიბლიოთეკის მოვალეობანი — საბიბლიოთეკო საქმის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საბიბლიოთეკო საქმის შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33046-sabiblioteko-sakmis-shesakheb/10

ბიბლიოთეკა ვალდებულია: ა) თავისი საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ბ) დაიცვას სახელმწიფო სტანდარტები; გ) სისტემატურად დააკომპლექტოს ფონდები პროფილის შესაბამისი საბიბლიოთეკო დოკუმენტებით და ოპერატიულად უზრუნველყოს მათი ასახვა ბიბლიოთეკის საცნობო-საძიებო საშუალებებში; დ) გაუცვალოს სხვა ბიბლიოთეკებს ზედმეტი საბიბლიოთეკო დოკუმენტები; ე) უზრუნველყოს მკითხველთა მომსახურების მაღალი დონე მათი ინტერესების შესწავლისა და საბიბლიოთეკო რესურსების კოოპერირების საფუძველზე; ვ) შეადგინოს და გააცნოს მკითხველს ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები; ზ) აწარმოოს კოორდინირებული მუშაობა მუნიციპალიტეტების მთავარ ბიბლიოთეკებთან საბიბლიოთეკო რესურსების გეგმაზომიერი გამოყენებისა და მომსახურების ხარისხის ამაღლებისათვის;“; თ) აწარმოოს საბიბლიოთეკო სტატისტიკა საქართველოში დადგენილი წესით; ი) საბიბლიოთეკო-სამეცნიერო გამოკვლევების ხელშეწყობის მიზნით ეწეოდეს დამატებითი საბიბლიოთეკო მონაცემების ობიექტურ აღრიცხვას; კ) დანერგოს საბიბლიოთეკო ტექნიკური საშუალებები და უახლესი ტექნოლოგია; ლ) გაითვალისწინოს ეროვნული ბიბლიოთეკის რეკომენდაციები. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6911 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33046-sabiblioteko-sakmis-shesakheb/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33046-sabiblioteko-sakmis-shesakheb/11.md
