---
title: "მუხლი 12. საქართველოს საბიბლიოთეკო სისტემა — საბიბლიოთეკო საქმის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33046-sabiblioteko-sakmis-shesakheb/12"
law: "საბიბლიოთეკო საქმის შესახებ"
article: "12"
identifier: "matsne 33046"
adopted: "1996-06-11"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. საქართველოს საბიბლიოთეკო სისტემა — საბიბლიოთეკო საქმის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საბიბლიოთეკო საქმის შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33046-sabiblioteko-sakmis-shesakheb/12

1. საქართველოს  საბიბლიოთეკო სისტემა მოიცავს ეროვნულ ბიბლიოთეკას, მუნიციპალიტეტის, საუწყებო და კერძო ბიბლიოთეკების ქსელებს. სისტემაში შედის: ეროვნული, სამეცნიერო (უნივერსალური და დარგობრივი), სამეცნიერო-ტექნიკური, სამეცნიერო-სასწავლო, მასობრივი, საბავშვო, სასკოლო და სპეციალიზებული ბიბლიოთეკები.

2. საბიბლიოთეკო სისტემაში შემავალი ბიბლიოთეკებიდან, რომლებიც გაერთიანებული არიან ერთ ქსელში, დამფუძნებელმა ან მესაკუთრემ შეიძლება გამოყოს მთავარი ბიბლიოთეკა.

3. საქართველოს საბიბლიოთეკო სისტემის მთავარი ბიბლიოთეკაა ეროვნული ბიბლიოთეკა, ხოლო აფხაზეთსა და აჭარაში – რესპუბლიკური ბიბლიოთეკები. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6911 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №263 - ვებგვერდი, 06.02.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33046-sabiblioteko-sakmis-shesakheb/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33046-sabiblioteko-sakmis-shesakheb/13.md
