---
title: "მუხლი 16. ბიბლიოთეკა და ეროვნული საინფორმაციო ინფრასტრუქტურა — საბიბლიოთეკო საქმის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33046-sabiblioteko-sakmis-shesakheb/16"
law: "საბიბლიოთეკო საქმის შესახებ"
article: "16"
identifier: "matsne 33046"
adopted: "1996-06-11"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 16. ბიბლიოთეკა და ეროვნული საინფორმაციო ინფრასტრუქტურა — საბიბლიოთეკო საქმის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საბიბლიოთეკო საქმის შესახებ, მუხლი 16 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33046-sabiblioteko-sakmis-shesakheb/16

საქართველოს საბიბლიოთეკო სისტემა წარმოადგენს ეროვნული საინფორმაციო ინფრასტრუქტურის ძირითად რგოლს. იგი თანამშრომლობს არქივებთან და სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის სხვა ორგანოებთან, რომელთაც სხვადასხვა დონის ინფორმაციული მონაცემების ბანკი აქვთ. მათი ურთიერთობის წესი განსაზღვრულია მოქმედი კანონმდებლობით, სახელმწიფო პროგრამებით, აგრეთვე ამ დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს შორის დადებული ხელშეკრულებებით. თავი IV. ეროვნული ბიბლიოთეკა საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №263 - ვებგვერდი, 06.02.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33046-sabiblioteko-sakmis-shesakheb/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33046-sabiblioteko-sakmis-shesakheb/17.md
