---
title: "მუხლი 17. ეროვნული ბიბლიოთეკის ადგილი საქართველოს საბიბლიოთეკო სისტემაში — საბიბლიოთეკო საქმის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33046-sabiblioteko-sakmis-shesakheb/17"
law: "საბიბლიოთეკო საქმის შესახებ"
article: "17"
identifier: "matsne 33046"
adopted: "1996-06-11"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17. ეროვნული ბიბლიოთეკის ადგილი საქართველოს საბიბლიოთეკო სისტემაში — საბიბლიოთეკო საქმის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საბიბლიოთეკო საქმის შესახებ, მუხლი 17 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33046-sabiblioteko-sakmis-shesakheb/17

1. ეროვნული ბიბლიოთეკა – საქართველოს საბიბლიოთეკო სისტემის მთავარი ბიბლიოთეკა – არის ქვეყანაში საბიბლიოთეკო საქმის კოორდინატორი და მეთოდური ცენტრი, რომელიც აკმაყოფილებს საზოგადოების უნივერსალურ ინფორმაციულ მოთხოვნებს, ორგანიზებას უწევს საბიბლიოთეკო, ბიბლიოგრაფიულ და სამეცნიერო-ინფორმაციულ საქმიანობას და ხელს უწყობს ეროვნული და მსოფლიო კულტურის, მეცნიერებისა და განათლების განვითარებას.

2. ეროვნული ბიბლიოთეკა არის ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის განსაკუთრებული, ფასეული ობიექტი. ეროვნული ბიბლიოთეკა მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაა. დაუშვებელია მისი საკუთრების ფორმის, პროფილის შეცვლა ან ლიკვიდაცია. გარანტირებულია ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდების მთლიანობა და გაუსხვისებლობა. საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №263 - ვებგვერდი, 06.02.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33046-sabiblioteko-sakmis-shesakheb/16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33046-sabiblioteko-sakmis-shesakheb/18.md
