---
title: "მუხლი 19. საბიბლიოთეკო საქმის კოორდინაცია — საბიბლიოთეკო საქმის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33046-sabiblioteko-sakmis-shesakheb/19"
law: "საბიბლიოთეკო საქმის შესახებ"
article: "19"
identifier: "matsne 33046"
adopted: "1996-06-11"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 19. საბიბლიოთეკო საქმის კოორდინაცია — საბიბლიოთეკო საქმის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საბიბლიოთეკო საქმის შესახებ, მუხლი 19 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33046-sabiblioteko-sakmis-shesakheb/19

საბიბლიოთეკო საქმის კოორდინაციას ახორციელებს სამინისტრო ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად. მისი ფუნქციებია: ა) საბიბლიოთეკო საქმესთან დაკავშირებულ საკითხებზე მუნიციპალიტეტის საკონსულტაციო-მეთოდური ხელშეწყობა; ბ) საერთაშორისო საბიბლიოთეკო ხელშეკრულებებისა და კონვენციების შესრულების უზრუნველყოფა; გ) საბიბლიოთეკო კადრების მომზადება-გადამზადების პოლიტიკის განსაზღვრა; დ) საბიბლიოთეკო დარგში სახელმწიფო სტანდარტების დაცვის შესახებ ინფორმაციის შეგროვება; ე) საბიბლიოთეკო სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და ანალიზი; ვ) ბიბლიოთეკების რეესტრის წარმოება; ზ) ბიბლიოთეკების რეესტრში რეგისტრირებული ბიბლიოთეკების დახმარებისა და განვითარების პროგრამების განხორციელება. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1627 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3049 - ვებგვერდი, 11.07.2018 წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6911 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33046-sabiblioteko-sakmis-shesakheb/18.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33046-sabiblioteko-sakmis-shesakheb/20.md
