---
title: "მუხლი 2. საბიბლიოთეკო მომსახურების ძირითადი ამოცანები — საბიბლიოთეკო საქმის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33046-sabiblioteko-sakmis-shesakheb/2"
law: "საბიბლიოთეკო საქმის შესახებ"
article: "2"
identifier: "matsne 33046"
adopted: "1996-06-11"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. საბიბლიოთეკო მომსახურების ძირითადი ამოცანები — საბიბლიოთეკო საქმის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საბიბლიოთეკო საქმის შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33046-sabiblioteko-sakmis-shesakheb/2

საბიბლიოთეკო მომსახურების ძირითადი ამოცანებია: ა) მკითხველთა სწრაფი და სრული დაკმაყოფილება მათთვის საჭირო ინფორმაციითა და საბიბლიოთეკო დოკუმენტებით (ბეჭდური, ხელნაწერი და ინფორმაციის შემცველი სხვა მასალები); ხელსაყრელი პირობების შექმნა პიროვნების შემოქმედებითი განვითარებისათვის; ბ) შესაბამისი პროფილის საბიბლიოთეკო დოკუმენტების შეგროვება, დაცვა და ამ დოკუმენტებით მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მოსახლეობის მომსახურება როგორც ადგილზე გაცემით, ისე ასლების გაგზავნით ბიბლიოთეკათშორისი აბონემენტით და საერთაშორისო წიგნთგაცვლის საშუალებით; გ) ბავშვთა და მოზარდთა საბიბლიოთეკო მომსახურება სასკოლო, დამოუკიდებელი საბავშვო ბიბლიოთეკებით ან მასობრივ ბიბლიოთეკებში სპეციალური საბავშვო განყოფილებებისა და ფონდების შექნის გზით. სასკოლო ბიბლიოთეკების საქმიანობა განიხილება როგორც სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის შემადგენელი ნაწილი; დ) ხანდაზმულთა და იმ პირთა, რომელთაც აქვთ შესაძლებლობის შეზღუდვა, სპეციალიზებული საბიბლიოთეკო მომსახურება; ე) პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულთა საბიბლიოთეკო მომსახურება. საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2723 - სსმ I, №12, 24.03.2010 წ., მუხ.59 საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3558 - ვებგვერდი, 18.05.2015წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №855 - ვებგვერდი, 03.07.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33046-sabiblioteko-sakmis-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33046-sabiblioteko-sakmis-shesakheb/3.md
