---
title: "მუხლი 22. ბიბლიოთეკის ხელმძღვანელ პირთა დანიშვნა — საბიბლიოთეკო საქმის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33046-sabiblioteko-sakmis-shesakheb/22"
law: "საბიბლიოთეკო საქმის შესახებ"
article: "22"
identifier: "matsne 33046"
adopted: "1996-06-11"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 22. ბიბლიოთეკის ხელმძღვანელ პირთა დანიშვნა — საბიბლიოთეკო საქმის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საბიბლიოთეკო საქმის შესახებ, მუხლი 22 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33046-sabiblioteko-sakmis-shesakheb/22

1. მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული მთავარი ბიბლიოთეკების ხელმძღვანელებს თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ხოლო ადგილობრივი ბიბლიოთეკების ხელმძღვანელებს – მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოებთან შეთანხმებით.

2. უწყებათა და არასახელმწიფო ბიბლიოთეკათა ხელმძღვანელებს ნიშნავენ მათი დამფუძნებლები. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1627 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3049 - ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6911 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33046-sabiblioteko-sakmis-shesakheb/21.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33046-sabiblioteko-sakmis-shesakheb/23.md
