---
title: "მუხლი 24. სახელმწიფო ბიბლიოთეკის ფინანსური რესურსები და მათი გამოყენება — საბიბლიოთეკო საქმის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33046-sabiblioteko-sakmis-shesakheb/24"
law: "საბიბლიოთეკო საქმის შესახებ"
article: "24"
identifier: "matsne 33046"
adopted: "1996-06-11"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 24. სახელმწიფო ბიბლიოთეკის ფინანსური რესურსები და მათი გამოყენება — საბიბლიოთეკო საქმის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საბიბლიოთეკო საქმის შესახებ, მუხლი 24 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33046-sabiblioteko-sakmis-shesakheb/24

1. ბიბლიოთეკის დაფინანსების წყაროებია: საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, ბიბლიოთეკის დამფუძნებელთა მიერ შეტანილი თანხები, საქველმოქმედო შემოწირულებები, აგრეთვე კანონით ნებადართული სხვა შემოსავალი.

2. ბიბლიოთეკა დამოუკიდებლად ანაწილებს და იყენებს ფინანსურ რესურსებს. ფინანსური რესურსების განაწილება-გამოყენების წესი განისაზღვრება ბიბლიოთეკის დებულებით.

3. ფინანსურ საქმიანობას აკონტროლებენ ბიბლიოთეკის დამფუძნებლები და დამფინანსებლები. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6911 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33046-sabiblioteko-sakmis-shesakheb/23.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33046-sabiblioteko-sakmis-shesakheb/25.md
