---
title: "მუხლი 31. საქართველოს სახელმწიფო საბიბლიოთეკო დოკუმენტების ფონდი — საბიბლიოთეკო საქმის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33046-sabiblioteko-sakmis-shesakheb/31"
law: "საბიბლიოთეკო საქმის შესახებ"
article: "31"
identifier: "matsne 33046"
adopted: "1996-06-11"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 31. საქართველოს სახელმწიფო საბიბლიოთეკო დოკუმენტების ფონდი — საბიბლიოთეკო საქმის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საბიბლიოთეკო საქმის შესახებ, მუხლი 31 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33046-sabiblioteko-sakmis-shesakheb/31

საქართველოს სახელმწიფო საბიბლიოთეკო დოკუმენტების ფონდი საქართველოს საკუთრებაა. ის წარმოადგენს სახელმწიფო საბიბლიოთეკო სისტემის ბიბლიოთეკებში დაცულ ყველა სახის საბიბლიოთეკო დოკუმენტთა ფონდების ერთობლიობას. საბიბლიოთეკო დოკუმენტებით სარგებლობა შეუზღუდავია. შეზღუდვა ხდება მხოლოდ სახელმწიფო საიდუმლოებისა და მოქალაქეთა კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის მიზნით კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33046-sabiblioteko-sakmis-shesakheb/30.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33046-sabiblioteko-sakmis-shesakheb/32.md
