---
title: "მუხლი 37. განსაკუთრებული მნიშვნელობის საბიბლიოთეკო დოკუმენტების დაცვა — საბიბლიოთეკო საქმის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33046-sabiblioteko-sakmis-shesakheb/37"
law: "საბიბლიოთეკო საქმის შესახებ"
article: "37"
identifier: "matsne 33046"
adopted: "1996-06-11"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 37. განსაკუთრებული მნიშვნელობის საბიბლიოთეკო დოკუმენტების დაცვა — საბიბლიოთეკო საქმის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საბიბლიოთეკო საქმის შესახებ, მუხლი 37 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33046-sabiblioteko-sakmis-shesakheb/37

1. სახელმწიფო და არასახელმწიფო საბიბლიოთეკო ფონდების განსაკუთრებული მნიშვნელობის ფასეულობანი შეტანილია საქართველოს კულტურულ ფასეულობათა ნუსხაში და განსაკუთრებული დაცვის ობიექტს წარმოადგენს.

2. სავალდებულო ეგზემპლარებით და განსაკუთრებით ფასეული, იშვიათი დოკუმენტებით შედგენილი საბიბლიოთეკო ფონდი ქვეყნის კულტურული საკუთრებაა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გამოცხადდეს ისტორიისა და კულტურის ძეგლად. ამგვარი ფონდის გამოყენების, შენახვისა და დაცვისათვის წესდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი განსაკუთრებული რეჟიმი.

3. თუ ბიბლიოთეკა ვერ უზრუნველყოფს ისტორიისა და კულტურის ძეგლად გამოცხადებული ფონდის დაცვისა და სარგებლობის საჭირო პირობებს, ასეთი ფონდი შეიძლება გადაეცეს სხვა ბიბლიოთეკას ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის სახელმწიფო ორგანოს წარდგენით.

4. იმ ბიბლიოთეკის ლიკვიდაცია, რომელიც ისტორიისა და კულტურის ძეგლებად რეგისტრირებულ ფონდებს ფლობს, დასაშვებია მხოლოდ ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის სახელმწიფო ორგანოს ნებართვით ამ ფონდების შემდგომი დაცვისა და სარგებლობის უზრუნველსაყოფად.

5. მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ისტორიისა და კულტურის ძეგლების მნიშვნელობის ტოლფასოვანი გამოცემები და კოლექციები, მათი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, უფლება აქვთ ისარგებლონ სახელმწიფოს მხარდაჭერით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33046-sabiblioteko-sakmis-shesakheb/36.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33046-sabiblioteko-sakmis-shesakheb/38.md
