---
title: "მუხლი 4. სახელმწიფოს და მუნიციპალიტეტის როლი საბიბლიოთეკო მომსახურების უზრუნველყოფის საქმეში — საბიბლიოთეკო საქმის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33046-sabiblioteko-sakmis-shesakheb/4"
law: "საბიბლიოთეკო საქმის შესახებ"
article: "4"
identifier: "matsne 33046"
adopted: "1996-06-11"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. სახელმწიფოს და მუნიციპალიტეტის როლი საბიბლიოთეკო მომსახურების უზრუნველყოფის საქმეში — საბიბლიოთეკო საქმის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საბიბლიოთეკო საქმის შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33046-sabiblioteko-sakmis-shesakheb/4

1. სახელმწიფო არის ბიბლიოთეკების ფუნქციონირების ძირითადი პრინციპებისა და ამ კანონით გათვალისწინებული უფლებების დაცვის გარანტი. სახელმწიფო/მუნიციპალიტეტი არ ერევა ბიბლიოთეკების პროფესიულ საქმიანობაში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. საბიბლიოთეკო სფეროში სტანდარტებსა და ნორმატივებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის (შემდგომ − ეროვნული ბიბლიოთეკა) წინადადებით შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს კულტურის სამინისტრო (შემდგომ − სამინისტრო).

3. ეროვნული ბიბლიოთეკა შეიმუშავებს საბიბლიოთეკო საქმის განვითარების პროგრამებს, ატარებს საბიბლიოთეკო საქმის განვითარების სხვა ღონისძიებებს.

4. ეროვნული ბიბლიოთეკა საბიბლიოთეკო სფეროს განვითარების მიზნით ახორციელებს: ა) საბიბლიოთეკო, ბიბლიოგრაფიული და სამეცნიერო-ინფორმაციული საქმიანობის ორგანიზებას; ბ) წინადადებების შემუშავებას საბიბლიოთეკო სტანდარტებისა და ნორმატივების თაობაზე; გ) საბიბლიოთეკო სფეროში სახელმწიფო სტატისტიკური აღრიცხვის წარმოებას; დ) ბიბლიოთეკის კულტურულ ფასეულობათა შენარჩუნებას, გამდიდრებას, რეგისტრაციასა და მათი საგანგებო რეჟიმით დაცვის კონტროლს; ე) დადგენილი ნუსხის მიხედვით ბიბლიოთეკებისათვის გამოყოფილი უფასო სავალდებულო ცალების მიღებას; ვ) ბიბლიოთეკების მატერიალურ სტიმულირებას და მხარდაჭერას, რომლებიც მოსახლეობას უფასოდ ემსახურებიან; ზ) კადრების მომზადებისა და გადამზადების პროგრამების განხორციელებას; თ) ბიბლიოთეკათმცოდნეობის, ბიბლიოგრაფიის, წიგნთმცოდნეობისა და ინფორმაციის დარგში მეცნიერული და მეთოდური მოღვაწეობისათვის ხელშეწყობას; ი) საბიბლიოთეკო საქმის ინფორმაციულ სრულყოფას. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6911 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №381 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3868 – ვებგვერდი, 15.12.2023წ. საქართველოს 2024 წლის 12 დეკემბრის კანონი №104 - ვებგვერდი, 28.12.2024წ. საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №263 - ვებგვერდი, 06.02.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33046-sabiblioteko-sakmis-shesakheb/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33046-sabiblioteko-sakmis-shesakheb/5.md
