---
title: "მუხლი 7. მკითხველის უფლებები — საბიბლიოთეკო საქმის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33046-sabiblioteko-sakmis-shesakheb/7"
law: "საბიბლიოთეკო საქმის შესახებ"
article: "7"
identifier: "matsne 33046"
adopted: "1996-06-11"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. მკითხველის უფლებები — საბიბლიოთეკო საქმის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საბიბლიოთეკო საქმის შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33046-sabiblioteko-sakmis-shesakheb/7

მკითხველი უფლებამოსილია: ა) მიიღოს ბიბლიოთეკაში დაცული საბიბლიოთეკო დოკუმენტები ბიბლიოთეკით – სარგებლობის წესების შესაბამისად; ბ) მიიღოს სრული ინფორმაცია მისთვის საინტერესო საკითხების შესახებ; გ) ისარგებლოს ბიბლიოთეკის საძიებო საშუალებებით; დ) ორიგინალის უქონლობის შემთხვევაში მიიღოს მისთვის საჭირო დოკუმენტი ან მისი ასლი სხვა ბიბლიოთეკიდან ბიბლიოთეკათშორისი აბონემენტის მეშვეობით; ე) მოითხოვოს მისთვის საჭირო დოკუმენტის ასლის გადაღება ბიბლიოთეკაში დადგენილი ნიხრის მიხედვით; ვ) ბიბლიოთეკასთან შეთანხმებით გამოაქვეყნოს ან სხვა საშუალებებით გააცნოს საზოგადოებას საბიბლიოთეკო დოკუმენტი, თუკი ის არ ეწინააღმდეგება სახელმწიფო საიდუმლოებისა და საავტორო უფლებების შესახებ კანონმდებლობას; ზ) მონაწილეობა მიიღოს ბიბლიოთეკართა და ბიბლიოთეკის მკითხველთა საზოგადოებრივი გაერთიანებების საქმიანობაში ან ბიბლიოთეკის საჭირბოროტო საკითხების განხილვაში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33046-sabiblioteko-sakmis-shesakheb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33046-sabiblioteko-sakmis-shesakheb/8.md
