---
title: "მუხლი 9. ბიბლიოთეკის უფლებები — საბიბლიოთეკო საქმის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33046-sabiblioteko-sakmis-shesakheb/9"
law: "საბიბლიოთეკო საქმის შესახებ"
article: "9"
identifier: "matsne 33046"
adopted: "1996-06-11"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. ბიბლიოთეკის უფლებები — საბიბლიოთეკო საქმის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საბიბლიოთეკო საქმის შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33046-sabiblioteko-sakmis-shesakheb/9

ბიბლიოთეკა უფლებამოსილია: ა) განაგოს საკუთარი სახსრები საქართველოს კანონმდებლობისა და ბიბლიოთეკის დებულების საფუძველზე; ბ) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს/ზემდგომ ორგანოს წარუდგინოს ბიბლიოთეკის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების დასაბუთებული პროგრამა; გ) მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო საგამომცემლო და საინფორმაციო პოლიტიკის განსაზღვრაში; დ) მიიღოს შესაბამისი ზომები იმ პირთა მიმართ, რომლებიც არღვევენ ბიბლიოთეკით სარგებლობის წესებს ან მატერიალურ ზარალს აყენებენ ბიბლიოთეკას; ე) ითანამშრომლოს უცხოეთის ბიბლიოთეკებთან, გახდეს საერთაშორისო პროფესიულ გაერთიანებათა წევრი; ვ) ეწეოდეს კანონით განსაზღვრულ სხვა საქმიანობას. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6911 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33046-sabiblioteko-sakmis-shesakheb/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33046-sabiblioteko-sakmis-shesakheb/10.md
