---
title: "მუხლი 18. სანოტარო მედიაციის ზოგადი წესი — მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3306633-miwis-nakvetebze-uplebata-sistemuri-da-sporaduli-registratsiis-wesisa-/18"
law: "მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ"
article: "18"
identifier: "matsne 3306633"
adopted: "2016-06-03"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 18. სანოტარო მედიაციის ზოგადი წესი — მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ, მუხლი 18 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3306633-miwis-nakvetebze-uplebata-sistemuri-da-sporaduli-registratsiis-wesisa-/18

1. ამ კანონის საფუძველზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოების პროცესში მხარეთა შორის კერძოსამართლებრივი დავის გამოვლენის შემთხვევაში სააგენტო ამ დავის გადასაწყვეტად სავალდებულო წესით მიმართავს სანოტარო მედიაციას. მედიატორი ნოტარიუსი მხარეებს აცნობს სანოტარო მედიაციის პირობებს და მათი თანხმობით ნიშნავს შეხვედრის დროსა და ადგილს.

2. სანოტარო მედიაცია სრულდება მედიატორი ნოტარიუსისთვის მიმართვიდან არაუგვიანეს 3 კვირისა. მხარეთა მიერ შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში მიწის ნაკვეთზე უფლება რეგისტრირდება ამ კანონით დადგენილი წესით.

3. საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მხარეებს არ უზღუდავს უფლებას, დავის გადასაწყვეტად სანოტარო მედიაციას მიმართონ.

4. დავის სპეციფიკისა და სირთულის გათვალისწინებით, სანოტარო მედიაციას წარმართავს ერთი ან ერთზე მეტი მედიატორი ნოტარიუსი.
საქართველოს
2019
წლის
1
1 დეკემბრის კანონი №
55
0
0
– ვებგვერდი,
1
8
.1
2.201
9
წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3306633-miwis-nakvetebze-uplebata-sistemuri-da-sporaduli-registratsiis-wesisa-/17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3306633-miwis-nakvetebze-uplebata-sistemuri-da-sporaduli-registratsiis-wesisa-/19.md
