---
title: "მუხლი 19. მედიატორი ნოტარიუსის შერჩევის წესი — მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3306633-miwis-nakvetebze-uplebata-sistemuri-da-sporaduli-registratsiis-wesisa-/19"
law: "მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ"
article: "19"
identifier: "matsne 3306633"
adopted: "2016-06-03"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 19. მედიატორი ნოტარიუსის შერჩევის წესი — მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ, მუხლი 19 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3306633-miwis-nakvetebze-uplebata-sistemuri-da-sporaduli-registratsiis-wesisa-/19

1. სანოტარო მედიაციის პროცესს წარმართავს სპეციალური ცოდნის მქონე ერთი ან ერთზე მეტი მედიატორი ნოტარიუსი.

2. მედიატორ ნოტარიუსს მოდავე მხარეები შეარჩევენ სააგენტოს მიერ შედგენილი, წინასწარ განსაზღვრული მედიატორი ნოტარიუსების სიიდან, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. შეუთანხმებლობის შემთხვევაში მედიატორ ნოტარიუსს ირჩევს სააგენტო.

3. მედიატორ ნოტარიუსად შეირჩევა ნეიტრალური და მიუკერძოებელი ნოტარიუსი, რომელიც ვალდებულია ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში წინასწარ განაცხადოს ამის შესახებ.
საქართველოს
2019
წლის
1
1 დეკემბრის კანონი №
55
0
0
– ვებგვერდი,
1
8
.1
2.201
9
წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3306633-miwis-nakvetebze-uplebata-sistemuri-da-sporaduli-registratsiis-wesisa-/18.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3306633-miwis-nakvetebze-uplebata-sistemuri-da-sporaduli-registratsiis-wesisa-/20.md
