---
title: "მუხლი 2. ტერმინთა განმარტება — სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3307127-saaghmzrdelo-sakmianobis-litsenzirebis-shesakheb/2"
law: "სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ"
article: "2"
identifier: "5361-IIს"
adopted: "2016-06-08"
consolidated_as_of: "2023-11-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. ტერმინთა განმარტება — სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ

> Text consolidated as of 2023-11-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2023-11-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3307127-saaghmzrdelo-sakmianobis-litsenzirebis-shesakheb/2

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) პერსონალი – აღმზრდელი, აგრეთვე ის პირები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ სააღმზრდელო პროცესში;
ბ) სააღმზრდელო საქმიანობა – საქმიანობა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაკავშირებულია ბავშვის შემეცნებით, ემოციურ, ფიზიკურ და ინტელექტუალურ განვითარებაზე სისტემურ ზრუნვასთან და სადღეღამისო მომსახურების განხორციელებასთან და რომლის მიზანია ბავშვის პიროვნული, ზნეობრივი, ინტელექტუალური, უნარ-ჩვევებისა და ადაპტაციური ქცევის ჩამოყალიბება, აგრეთვე ბავშვის უფლებათა კოდექსით მოწესრიგებულ ბავშვის მხარდაჭერის სფეროში საქმიანობა;
გ) ლიცენზიის მაძიებელი − სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის მიღების მსურველი პირი;
დ) ლიცენზიის მფლობელი − პირი, რომელსაც ადმინისტრაციული აქტით მინიჭებული აქვს სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების უფლება;
ე) ფილიალი − ლიცენზიის მფლობელის მიერ ადმინისტრირებადი სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი, დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ობიექტი;
ვ)
ლიცენზიის გამცემი − საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) შესაბამისი სამსახური, რომელიც გასცემს სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიას.
საქართველოს 2018 წლის
5
ივლისის
კანონი №3108
– ვებგვერდი,
11
.07.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი №5020 – ვებგვერდი, 27.09.2019წ.
საქართველოს 2020 წლის 21 მაისის კანონი №5920 – ვებგვერდი, 25.05.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3307127-saaghmzrdelo-sakmianobis-litsenzirebis-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3307127-saaghmzrdelo-sakmianobis-litsenzirebis-shesakheb/3.md
