---
title: "მუხლი 3. სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების სპეციალური წესი — სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3307127-saaghmzrdelo-sakmianobis-litsenzirebis-shesakheb/3"
law: "სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ"
article: "3"
identifier: "5361-IIს"
adopted: "2016-06-08"
consolidated_as_of: "2023-11-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების სპეციალური წესი — სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ

> Text consolidated as of 2023-11-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2023-11-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3307127-saaghmzrdelo-sakmianobis-litsenzirebis-shesakheb/3

1. სამინისტრო შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების ტერიტორიას და რაოდენობას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი პირის შერჩევის წესსა და პირობებს.

2. აკრძალულია ამ მუხლის პირველი პუნქტის დარღვევით, სხვა ტერიტორიაზე და სხვა რაოდენობის სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელება.

3. სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია უზრუნველყოს სააღმზრდელო საქმიანობის ზედამხედველობის სფეროში სამინისტროს/სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლის დაშვება მის მიერ სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების ტერიტორიაზე და ხელი შეუწყოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული ლეგიტიმური უფლებამოსილების განხორციელებას.

4. ამ მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3307127-saaghmzrdelo-sakmianobis-litsenzirebis-shesakheb/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3307127-saaghmzrdelo-sakmianobis-litsenzirebis-shesakheb/4.md
