---
title: "მუხლი 5. სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტები — სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3307127-saaghmzrdelo-sakmianobis-litsenzirebis-shesakheb/5"
law: "სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ"
article: "5"
identifier: "5361-IIს"
adopted: "2016-06-08"
consolidated_as_of: "2023-11-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტები — სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ

> Text consolidated as of 2023-11-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2023-11-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3307127-saaghmzrdelo-sakmianobis-litsenzirebis-shesakheb/5

ლიცენზიის მაძიებელმა სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის გამცემს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა წარუდგინოს:
ა) სააღმზრდელო პროგრამა. იგი უნდა შეესაბამებოდეს ამ კანონის მე-6 მუხლით დადგენილ სააღმზრდელო საქმიანობის დამატებით სალიცენზიო პირობებს;
ბ) ინფორმაცია პერსონალის რაოდენობის, პერსონალის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის, აგრეთვე პერსონალის ძირითადი და დამატებითი სამუშაო ადგილების შესახებ. ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილ ინფორმაციას უნდა ერთოდეს ლიცენზიის მაძიებლის მიერ შესაბამისი საქმიანობისათვის ლიცენზიის მიღების პირობით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული ხელშეკრულებები. ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს ამ კანონის მე-6 მუხლით დადგენილ სააღმზრდელო საქმიანობის დამატებით სალიცენზიო პირობებს;
გ) ინფორმაცია მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის შესახებ. იგი უნდა შეესაბამებოდეს ამ კანონის მე-6 მუხლით დადგენილ სააღმზრდელო საქმიანობის დამატებით სალიცენზიო პირობებს;
დ) იმ შენობა-ნაგებობების გეგმა სართულების მიხედვით, სადაც უნდა განხორციელდეს სააღმზრდელო საქმიანობა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3307127-saaghmzrdelo-sakmianobis-litsenzirebis-shesakheb/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3307127-saaghmzrdelo-sakmianobis-litsenzirebis-shesakheb/6.md
