---
title: "მუხლი 6. სააღმზრდელო საქმიანობის დამატებითი სალიცენზიო პირობები ლიცენზიის მფლობელისათვის/ლიცენზიის მაძიებლისათვის — სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3307127-saaghmzrdelo-sakmianobis-litsenzirebis-shesakheb/6"
law: "სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ"
article: "6"
identifier: "5361-IIს"
adopted: "2016-06-08"
consolidated_as_of: "2023-11-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. სააღმზრდელო საქმიანობის დამატებითი სალიცენზიო პირობები ლიცენზიის მფლობელისათვის/ლიცენზიის მაძიებლისათვის — სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ

> Text consolidated as of 2023-11-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2023-11-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3307127-saaghmzrdelo-sakmianobis-litsenzirebis-shesakheb/6

1. ლიცენზიის მაძიებელი/ლიცენზიის მფლობელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ა) უნდა ჰქონდეს ფართობი. ამ ფართობის არანაკლებ 6 წლის ვადით ფლობის და მისით სარგებლობის უფლება დადასტურებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნული ფართობის იჯარის/ქირავნობის შემთხვევაში მისი ფლობის და მისით სარგებლობის უფლება დადასტურებული უნდა იყოს საჯარო რეესტრიდან ამონაწერით. ეს ფართობი აღსაზრდელთა რაოდენობის შესაბამისად უნდა მოიცავდეს:
ა.ა) საძინებელ ოთახს (ოთახებს);
ა.ბ) სამზარეულოს/სასადილოს;
ა.გ) ტუალეტს (ტუალეტებს), საშხაპეს (საშხაპეებს), პირსაბანს (პირსაბნებს);
ბ) უნდა ჰქონდეს აღსაზრდელთა ასაკის შესაბამისი სააღმზრდელო, საგანმანათლებლო, საინფორმაციო და შემეცნებითი დანიშნულების ნივთები;
გ) უნდა ჰქონდეს აღსაზრდელთა საჭიროების შესაბამისი საძინებელი ინვენტარი;
დ) უნდა ჰქონდეს აღსაზრდელთა ერთდროულად კვებისათვის საკმარისი სასადილო ფართობი და შესაბამისი ინდივიდუალური ინვენტარი;
ე) უნდა ჰქონდეს თავისუფალი ორიენტაციისა და გადაადგილების პირობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აღსაზრდელთათვის;
ვ) უნდა აკმაყოფილებდეს ბავშვზე ზრუნვის სტანდარტებს.

2. ის შენობა-ნაგებობანი, სადაც უნდა განხორციელდეს სააღმზრდელო საქმიანობა, უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სანიტარიულ-ჰიგიენურ მოთხოვნებს.

3. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია სააღმზრდელო საქმიანობის სტატისტიკური მონაცემები ლიცენზიის გამცემს წარუდგინოს ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილი წესით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3307127-saaghmzrdelo-sakmianobis-litsenzirebis-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3307127-saaghmzrdelo-sakmianobis-litsenzirebis-shesakheb/7.md
