---
title: "მუხლი 8. სალიცენზიო პირობების ადგილზე შემოწმება — სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3307127-saaghmzrdelo-sakmianobis-litsenzirebis-shesakheb/8"
law: "სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ"
article: "8"
identifier: "5361-IIს"
adopted: "2016-06-08"
consolidated_as_of: "2023-11-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. სალიცენზიო პირობების ადგილზე შემოწმება — სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ

> Text consolidated as of 2023-11-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2023-11-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3307127-saaghmzrdelo-sakmianobis-litsenzirebis-shesakheb/8

1. ლიცენზიის მაძიებლის/ლიცენზიის მფლობელის სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობის დასადგენად ლიცენზიის გამცემი, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციული ორგანო, ლიცენზიის გამცემის მოთხოვნით, უფლებამოსილი არიან, ადგილზე შეამოწმონ ლიცენზიის მაძიებლის/ლიცენზიის მფლობელის სალიცენზიო პირობები.

2. ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია შეამოწმოს ლიცენზიის მფლობელი, თუ არსებობს დასაბუთებული ინფორმაცია ლიცენზიის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ კანონით დადგენილი სალიცენზიო პირობების დარღვევის შესახებ.

3. ლიცენზიის გამცემი ადგენს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს.

4. სალიცენზიო პირობების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3307127-saaghmzrdelo-sakmianobis-litsenzirebis-shesakheb/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3307127-saaghmzrdelo-sakmianobis-litsenzirebis-shesakheb/9.md
