---
title: "მუხლი 9. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი — სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3307127-saaghmzrdelo-sakmianobis-litsenzirebis-shesakheb/9"
law: "სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ"
article: "9"
identifier: "5361-IIს"
adopted: "2016-06-08"
consolidated_as_of: "2023-11-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი — სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ

> Text consolidated as of 2023-11-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2023-11-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3307127-saaghmzrdelo-sakmianobis-litsenzirebis-shesakheb/9

1. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით სამინისტრომ უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების მიღება.

2. ამ კანონის შესაბამისად ლიცენზირებულად ჩაითვალონ ის სააღმზრდელო დაწესებულებები, რომლებსაც შესაბამისი ლიცენზია მიღებული აქვთ „სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს 2005 წლის 10 მარტის კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №11, 29.03.2005, მუხ.

72) შესაბამისად.

3. დაწესებულებები, რომლებსაც აქვთ დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია, ითვლებიან სახელობო საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის მქონედ.

4. იმ სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიმართ, რომლებსაც არ აქვთ სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზია, 2018 წლის 1 სექტემბრამდე არ გამოიყენება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 46
2
მუხლით განსაზღვრული პასუხისმგებლობის ზომა.

5. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს 2005 წლის 10 მარტის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №11, 29.03.2005, მუხ.

72).

6. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს 2017 წლის 26
ივლისის
კანონი №1230 - ვებგვერდი, 28.07.2017წ.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
ქუთაისი,
8 ივნისი 2016 წ.
N5361-IIს

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3307127-saaghmzrdelo-sakmianobis-litsenzirebis-shesakheb/8.md
