---
title: "მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო — ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3310237-adreuli-da-skolamdeli-aghzrdisa-da-ganatlebis-shesakheb/1"
law: "ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ"
article: "1"
identifier: "5366-IIს"
adopted: "2016-06-08"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო — ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3310237-adreuli-da-skolamdeli-aghzrdisa-da-ganatlebis-shesakheb/1

ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობის, განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამართლებრივ საფუძვლებს, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ორგანიზაციულ სტრუქტურას, ადგენს მათი დაფუძნების, საქმიანობისა და ანგარიშვალდებულების წესს, აგრეთვე მათი ავტორიზაციის სავალდებულოობას. ეს კანონი განსაზღვრავს სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტებისა და სხვა იურიდიული პირებისა და ფიზიკური პირების უფლებამოსილებებს, ვალდებულებებს, ფუნქციებსა და  პასუხისმგებლობას, აგრეთვე სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაფინანსების პრინციპებს.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/3310237-adreuli-da-skolamdeli-aghzrdisa-da-ganatlebis-shesakheb/2.md
