---
title: "მუხლი 14. დაწესებულების ავტორიზაცია — ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3310237-adreuli-da-skolamdeli-aghzrdisa-da-ganatlebis-shesakheb/14"
law: "ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ"
article: "14"
identifier: "5366-IIს"
adopted: "2016-06-08"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14. დაწესებულების ავტორიზაცია — ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ, მუხლი 14 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3310237-adreuli-da-skolamdeli-aghzrdisa-da-ganatlebis-shesakheb/14

1. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდების განსახორციელებლად დაწესებულება ვალდებულია გაიაროს ავტორიზაცია.

2. დაწესებულების მიერ ავტორიზაციის გავლის, აგრეთვე დაწესებულების ავტორიზაციის შეჩერებისა და შეწყვეტის წესი დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

3. დაწესებულების ავტორიზაციას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.

4. მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური დაწესებულების ავტორიზაციის მიზნით ამოწმებს დაწესებულების პირობების ამ კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას.

5. დაწესებულების ავტორიზაცია უფასოა.

6. მუნიციპალიტეტის ორგანო ვალდებულია აწარმოოს დაწესებულებათა რეესტრი, შეაგროვოს და მასში ასახოს მონაცემები საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული მუნიციპალიტეტის მიერ დაწესებულებათა რეესტრის წარმოების წესისა და ამ რეესტრში შესატანი მონაცემებისა და ინდიკატორების ჩამონათვალის შესაბამისად, უზრუნველყოს მონაცემთა საჯაროობა და მიაწოდოს ისინი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს ამ კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად. მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული პასუხისმგებელია მიწოდებული მონაცემების სისწორისთვის.
საქართველოს 2017
წლის 26
ივლისის კანონი №1261 - ვებგვერდი, 29.07.2017წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3310237-adreuli-da-skolamdeli-aghzrdisa-da-ganatlebis-shesakheb/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3310237-adreuli-da-skolamdeli-aghzrdisa-da-ganatlebis-shesakheb/15.md
