---
title: "მუხლი 15. დაწესებულების ავტორიზაციის პირობები — ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3310237-adreuli-da-skolamdeli-aghzrdisa-da-ganatlebis-shesakheb/15"
law: "ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ"
article: "15"
identifier: "5366-IIს"
adopted: "2016-06-08"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 15. დაწესებულების ავტორიზაციის პირობები — ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ, მუხლი 15 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3310237-adreuli-da-skolamdeli-aghzrdisa-da-ganatlebis-shesakheb/15

1. ავტორიზაციის მაძიებელი იურიდიული პირი/ავტორიზებული დაწესებულება აკმაყოფილებს ავტორიზაციის პირობებს, თუ:
ა) დაწესებულებაში სწავლა/სწავლება ხორციელდება სკოლამდელი აღზრდისა  და განათლების სახელმწიფო სტანდარტების, მათ შორის, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის, შესაბამისად;
ბ) დაწესებულების შენობა-ნაგებობა, ინფრასტრუქტურა და  მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და შენობა-ნაგებობის მოწყობა შეესაბამება  საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ შესაბამის ტექნიკურ რეგლამენტს;
გ) დაწესებულებაში სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები შეესაბამება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ შესაბამის ტექნიკურ რეგლამენტს;
დ) დაწესებულებაში კვების ორგანიზება და რაციონის კვებითი ღირებულება შეესაბამება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ შესაბამის ტექნიკურ რეგლამენტს;
ე) დაწესებულებაში  ადამიანური  რესურსის  კვალიფიკაცია და გამოცდილება შეესაბამება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიულ სტანდარტს და სხვა პერსონალისთვის მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილ სტანდარტებს.

2. დაწესებულების მიერ ავტორიზაციის გავლის შემდეგ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა იწვევს დაწესებულების ავტორიზაციის შეჩერებას ან შეწყვეტას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3310237-adreuli-da-skolamdeli-aghzrdisa-da-ganatlebis-shesakheb/14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3310237-adreuli-da-skolamdeli-aghzrdisa-da-ganatlebis-shesakheb/16.md
