---
title: "მუხლი 20. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ჯგუფების შემადგენლობა — ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3310237-adreuli-da-skolamdeli-aghzrdisa-da-ganatlebis-shesakheb/20"
law: "ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ"
article: "20"
identifier: "5366-IIს"
adopted: "2016-06-08"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 20. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ჯგუფების შემადგენლობა — ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ, მუხლი 20 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3310237-adreuli-da-skolamdeli-aghzrdisa-da-ganatlebis-shesakheb/20

1. დაწესებულება ვალდებულია ჩამოაყალიბოს დამოუკიდებელი ჯგუფები შემდეგი ასაკობრივი კატეგორიის ბავშვებისგან:
ა) 2-დან 3 წლამდე − სკოლამდელი განათლების პირველი წელი;
ბ) 3-დან 4  წლამდე − სკოლამდელი განათლების მე-2 წელი;
გ) 4-დან 5 წლამდე − სკოლამდელი განათლების მე-3 წელი;
დ) 5 წლიდან  სკოლის დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში შესვლამდე − სკოლამდელი განათლების მე-4 წელი − ხორციელდება სასკოლო მზაობის პროგრამა.

2. ერთი ასაკის ბავშვთა არასაკმარისი რაოდენობის შემთხვევაში დაწესებულება უფლებამოსილია მომიჯნავე ასაკის ბავშვებისგან ჩამოაყალიბოს მრავალასაკობრივი ჯგუფი არაუმეტეს 15 ბავშვის შემადგენლობით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაწესებულება გადაწყვეტილებას იღებს თავის დამფუძნებელთან შეთანხმებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3310237-adreuli-da-skolamdeli-aghzrdisa-da-ganatlebis-shesakheb/19.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3310237-adreuli-da-skolamdeli-aghzrdisa-da-ganatlebis-shesakheb/21.md
