---
title: "მუხლი 21. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სასწავლო-სააღმზრდელო წლისა და დღის ხანგრძლივობა — ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3310237-adreuli-da-skolamdeli-aghzrdisa-da-ganatlebis-shesakheb/21"
law: "ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ"
article: "21"
identifier: "5366-IIს"
adopted: "2016-06-08"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სასწავლო-სააღმზრდელო წლისა და დღის ხანგრძლივობა — ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ, მუხლი 21 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3310237-adreuli-da-skolamdeli-aghzrdisa-da-ganatlebis-shesakheb/21

1. საჯარო დაწესებულების სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისსა და დასასრულს ადგენს მუნიციპალიტეტი.

2. საჯარო დაწესებულების სასწავლო-სააღმზრდელო დღის ხანგრძლივობაა 9 საათი, სამჯერადი კვებით.

3. სასკოლო მზაობის პროგრამის ხანგრძლივობაა დღეში 3 საათი.

4. დაწესებულებაში დასაქმებული პირის სამუშაო დრო და შრომითი ურთიერთობის სხვა პირობები რეგულირდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3310237-adreuli-da-skolamdeli-aghzrdisa-da-ganatlebis-shesakheb/20.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3310237-adreuli-da-skolamdeli-aghzrdisa-da-ganatlebis-shesakheb/22.md
