---
title: "მუხლი 29. კანონის ამოქმედება — ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3310237-adreuli-da-skolamdeli-aghzrdisa-da-ganatlebis-shesakheb/29"
law: "ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ"
article: "29"
identifier: "5366-IIს"
adopted: "2016-06-08"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 29. კანონის ამოქმედება — ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ, მუხლი 29 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3310237-adreuli-da-skolamdeli-aghzrdisa-da-ganatlebis-shesakheb/29

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი−27-ე მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი−მე-14 მუხლები, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“−„ე“ ქვეპუნქტები და მე-2 პუნქტი და მე-16−მე-19, 21-ე და 23-ე−27-ე მუხლები ამოქმედდეს 2017 წლის 1 ოქტომბრიდან.

3. ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და 22-ე მუხლი 2017 წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედდეს იმ დაწესებულების მიმართ, რომელზედაც სამშენებლო ნებართვა კანონით დადგენილი წესით გაცემულია ამ კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის მიღების შემდეგ.

4. ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და 22-ე მუხლი 2020 წლის 1 აპრილიდან ამოქმედდეს იმ დაწესებულების მიმართ, რომელზედაც სამშენებლო ნებართვა კანონით დადგენილი წესით გაცემულია ამ კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის მიღების დროისათვის.

5. ამ კანონის მე-20 მუხლი ამოქმედდეს 2018 წლის 1 აპრილიდან.
საქართველოს 2017 წლის 23 მარტის კანონი №493 - ვებგვერდი, 27.03.2017წ.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
ქუთაისი,
8 ივნისი 2016 წ.
N5366-IIს

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3310237-adreuli-da-skolamdeli-aghzrdisa-da-ganatlebis-shesakheb/28.md
